ფეისბუკმა შესაძლოა მომხმარებელთა ნაწილს შეზღუდვა დაუწესოს ბმულების გაზიარებასთან დაკავშირებით. Meta-ს განცხადებით შეზღუდვა ტესტირების რეჟიმშია.

გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში მომხარებელთა ნაწილმა უკვე მიიღო შეტყობინება, რომ პლატფორმაზე მხოლოდ თვეში 2 ბმულის გაზიარებას შეძლებენ გამოწერის გარეშე, რაც ყოველთვიურად 9.99 ფუნტი სტერლინგის გადახდას გულისხმობს. Meta-ს ეს სატესტო რეჟიმი ჯერჯერობით ვერიფიცირებულ, პროფესიონალური რეჟიმის მქონე მომხმარებლებსა და გვერდებს ეხებათ.

სოციალური მედიის ექსპერტი მეტ ნავარა ამბობს, რომ Meta აპირებს ფასიანი გახადოს მომხმარებელთაგან ინფორმაციის გავრცელება და შესაძლებლობა, რასაც ბმულზე დაჭერით სხვა ვებსაიტზე გადაჰყავხარ.

„თუ ბიზნესი გაქვთ, ან გარკეული ტიპის ინფორმაციას ქმნით და ავრცელებთ, და ფეისბუქი თქვენი განვითარების სტრატეგიის ნაწილია, ამ შესაძლებლობაზე წვდომა ახლა უკვე ფასიანი გახდება. ბიზნესის და საქმიანობის ისე აწყობა, რომ რომელიმე პლატფორმის კეთილგანზწყობაზე ზედმეტად აღმოჩნდეთ დამოკიდებული, წარმოუდგენლად სარისკოა“, - ამბობს სოციალური მედიის ექსპერტი.