2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში ყურძნის ნატურალური ღვინოები მეოთხე ადგილს იკავებს.
საქსტატის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 43 382 ტონა ღვინის ექსპორტით 126 მილიონ 030 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს გასული წლის პირველი 6 თვის მონაცემებს ღირებულებით 26.3%-ით, ხოლო მოცულობით 27.3% აჭარბებს.
საექსპორტო ბაზრებს შორის ტრადიციულად რუსეთი ლიდერობს, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 69.1%-მდე არის გაზრდილი. ევროკავშირის ქვეყნებში კი ჯამურად ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი 12.4%-იანი კლება დაფიქსირდა. წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში 14.3 მლნ დოლარის ღირებულების 4 549 ტონა ღვინო გავიტანეთ, რაც გასული მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
1. რუსეთი - 81.8 მლნ დოლარი, 29 991 ტონა;
2. პოლონეთი - 6.7 მლნ დოლარი, 2 670 ტონა;
3. უკრაინა - 6.4 მლნ დოლარი, 2 286 ტონა;
4. ჩინეთი - 6 მლნ დოლარი, 1 722 ტონა;
5. ყაზახეთი - 5.3 მლნ დოლარი, 1 630 ტონა;
6. ბელარუსი - 4.4 მლნ დოლარი, 1 588 ტონა;
7. აშშ - 2.6 მლნ დოლარი, 425 ტონა;
8. გერმანია - 2.3 მლნ დოლარი, 510 ტონა;
9. ლატვია - 2 მლნ დოლარი, 585 ტონა;
10. ლიეტუვა - 1 მლნ დოლარი, 311 ტონა.
ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტი 12.4%-ით შემცირდა - TOP-10 ქვეყანა
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი - ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მისი მეუღლე მელანია ტრამპის მიწვევით, გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი
აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ მათ სჭირდებათ დრო, აუცილებლად დაგვიბრუნდებიან და შეძლებენ ურთიერთობების დაწყებას - მიხეილ ყაველაშვილი
ბრიტანეთს აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი "იმედისა" და "პოსტივის" სანქციებისთვის - ყაველაშვილი