„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რა განცხადებებიც კეთდება, მხოლოდ განცხადებებია და რეალური ქმედით ნაბიჯები არ გვაქვს“- ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა. მისი თქმით ბიუჯეტში გაწერილ ინფრასტრუქტურული ხარჯების ნაწილში ანაკლიის პორტი საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
„ეს არის მეგაპროექტი, რომელიც ეკონომიკური განვითარებისთვის წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება, განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში, როდესაც საქართველო უნდა გახდეს, დასავლეთის და აღმოსავლეთის კიდევ უფრო დამაკავშირებელი ქვეყანა და კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს მისი როლი ტვირთგამტარიანობის კუთხით. ეს პოტენციალი საქართველომ უნდა გამოიყენოს და სამწუხაროდ ამ პოტენციალს ვერ ვიყენებთ, ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.
სწორედ ასეთ პროექტებშია ინვესტირება საჭირო, სწორედ ასეთი პროექტები უნდა განვითარდეს იმისათვის, რომ ხელი შეეწყო ტვირთის გამტარობას და საქართველომ ეფექტურად გამოიყენოს ის პოტენციალი, რასაც აბრეშუმის გზაზე დგომა ჰქვია“ - აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ