ევროპაში #1 ფრანჩაიზის ტიტული, გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლები, 5 ახალი რესტორანი, ციფრული ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი, ახალი ბესთ სელერი პროდუქტები, ქსელის განახლებული დიზაინ კონცეპცია და მსოფლიოში პირველი Drive Thru რესტორანი - იმ მიღწევების ნაწილია, რომელიც ლეგენდარულმა ამერიკულმა ბრენდმა Dunkin’-მა საქართველოში მხოლოდ 2025 წელს შეძლო. ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო - „წლის საუკეთესო ფრანჩაიზი ევროპაში“ Inspire Brands-მა საქართველოს Dunkin’ -ს რამდენიმე თვის წინ დუბაიში გამართულ რეგიონალურ კონვენციაზე გადასცა.

„2025 წელი Dunkin’ საქართველოსთვის ისტორიული მიღწევების წელია. ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება, რომ საქართველოს Dunkin’-ი ევროპის N:1 ფრანჩაიზერად აღიარეს. შესაბამისად, ჩვენს მიერ განვლილი გზა და მიღებული შედეგი ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა მომხმარებელს შესთავაზოს მსოფლიო დონის, უმაღლესი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება, მუდმივად დანერგოს ინოვაციები და კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. ეს მიღწევები და აღიარება ჩვენი გუნდის და ჩვენი ერთგული მომხმარებლების დამსახურება, რომლებიც პირველივე დღიდან გვენდობიან და მუდმივად ცვლილებებისა და განვითარებისკენ გვიბიძგებენ. 2026 წელს განსაკუთრებულად ამბიციური გეგმებით ვხდებით და გვჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი ახალი შესაძლებლობებია“ აცხადებს Dunkin-ის აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე.

დღეს Dunkin-ი საქართველოში 80-მდე რესტორანს აერთიანებს და მომხმარებლებს ყოველდღიურად 25 000-ზე მეტ ფინჯან ყავას სთავაზობს, რაც მას ქვეყნის ყველაზე მსხვილ ყავის რეალიზატორ ქსელად აქცევს. თუმცა Dunkin’-ი უკვე საყვარელი თავშეყრის ადგილია მათთვისაც, ვინც ახალი ბესტ სელერი - დუბაის შოკოლადის და კარამელის დინატი და სეზონური დარიჩინის კომბინაცია - დონატი, მანჩქინი და ცივი თუ ცხელი ლატე აღმოაჩინა სხვა გემრიელობებთან ერთად.

რესტორნების ახალი ვიზუალური კონცეპციით განვითარება Dunkin’ საქართველომ ვაჟა-ფშაველას გამზირის N75-ში მდებარე ფილიალით დაიწყო და 2025 წლის ბოლომდე სამი რესტორნის ინტერიერისა და ექსტერიერის სრულად განახლებას შეძლებს. 2026 წელს რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით სრულად შეიცვლება და კიდევ უფრო მყუდო, თანამედროვე და ერგონომიულად უკეთ დაგეგმილი კონცეფციით, სრულად ასახავს გლობალურ დიზაინ ტენდენციებს.

2025 წლის ბოლოს განახლდა Dunkin’, Wendy’s®️ და SUBWAY®️-ის ერთიანი მობილური აპლიკაციაც, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საყვარელი მენიუების ყველაზე დიდ არჩევანს ერთ პლათფორმაზე, წინასწარი შეკვეთის შესაძლებლობას, AI-ზე დაფუძნებულ პერსონიზირებულ შეთავაზებებს და სწრაფ, კომფორტულ მომსახურებას. განახლდა თვითმომსახურების კიოსკების ტექნოლოგიური სისტემაც, რომელიც მომხმარებებლებისთვის რიგების არიდების საშუალებაა, რომ სწრაფად და მარტივად შეიძინონ სასურველი მენიუ.

Dunkin’ საქართველოს 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციით ამარაგებს თბილისში არსებული მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც გერმანული, ფრანგული და იტალიური დანადგარებითაა აღჭურვილი. 2025 წელს გაყიდვების რეკორდული ზრდის პარალელურად გადაიარაღდა საწარმოც, რომ მისი წარმადობა გასამმაგებულიყო გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 2026 წელს საწარმოს მნიშვნელოვანი გაფართოება იგეგმება და ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიებით Dunkin’ საქართველო კიდევ ბევრ ყოველდღიურად ახალ და გემრიელ პროდუქტს შესთავაზებს მომხმარებელს. Dunkin’-მა საქართველოში წარმოების სრული ლოკალიზაცია მოახდინა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა კომპანიის უნიკალური გემო და სტანდარტი.

Dunkin’-ი 1950 წლიდან მსოფლიოში ყავისა და ყავის პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომელიც დღეს 14,000-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს. ბრენდი უმსხვილესი ამერიკული კორპორაციის Inspire Brands-ის ოჯახის წევრია, რომლის პორტფოლიოში 33,000-ზე მეტი სხვადასხვა ბრენდის რესტორანია გაერთიანებული მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორისა: Arby’s, Dunkin’, Baskin-Robbins, Buffalo Wild Wings, Jimmy John’s, Rusty Taco და SONIC.