„დიემჯი ჯგუფი” ოფიციალურად აანონსებს ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკებისა და „ლაგუნა ვერეს“ საკუთრებაში გადასვლას.

პროექტის მიზანია წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი სივრცის რეაბილიტაცია და მისი ქალაქის ურბანულ იერსახეში ჰარმონიული ინტეგრირება.

ახალი პროექტის ფარგლებში, რომლის არქიტექტურულ კონცეფციაზეც მსოფლიოში აღიარებული ესპანური სტუდია Bofill Taller de  Arquitectura იმუშავებს, საცხოვრებელ სახლებთან ერთად გათვალისწინებულია:

  • „ლაგუნა ვერესაღდგენა - ისტორიულ ფუნქციასთან ერთად, სივრცე დაუბრუნდება თბილისს;
  • 1 ჰექტარი რეკრეაციული ზონის აღდგენა და ახალი ნარგავებით გამდიდრება;
  • აბრეშუმისა და თამბაქოს ყოფილი ფაბრიკების ტერიტორიებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარამდე აღწევს. მშენებლობის და შემდგომ პერიოდში კომპანია 1 000-მდე ადგილობრივი სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს.

“დიემჯი ჯგუფი” აცნობიერებს საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული ლოკაციის მიმართ და მზადყოფნას გამოთქვამს, პროექტის დეტალების დაზუსტებისთანავე პროცესი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს.