„ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის სოსო ფხაკაძის განცხადებით, დღემდე მათი ბრენდის გასამართი სადგურები ახლო აღმოსავლეთში ომამდე დაგროვებულ მარაგებს იყენებენ. ის განმარტავს, რომ სწორედ ამ მარაგების დახმარებით მათ ქსელში ფასი ისე არ გაძვირებულა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.

BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ - როგორია საწვავის ფასთან დაკავშირებული პროგნოზები, სოსო ფხაკაძე ახლო აღმოსავლეთში ომის მალე დასრულების იმედს იტოვებს, რაც ნავთობპროდუქტების და შესაბამისად საწვავის ფასს შეამცირებს.

„დღემდე ვსარგებლობთ იმ მარაგებით, რომელიც [ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე] ომამდე დავაგროვეთ. ეს მარაგები რომ არ გვქონოდა, ნავთობპროდუქტებზე ფასები გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე ახლა საქართველოშია. ამაში დარწმუნებისთვის ელემენტარული კალკულაციის გაკეთებაა საჭირო. მეორე საკითხია, რა იქნება ხვალ ბაზარზე - თუ ომი მალე დამთავრდება, ბაზარი დასტაბილურდება, თორემ დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ერთ დღეს იმატებს ფასები, მეორე დღეს შეიძლება პირიქით მოხდეს. გვქონდეს იმედი, რომ ომი დასრულდება და ეს დასრულება კი ავტომატურად გამოიწვევს ნავთობპროდუქტების ფასების შემცირებას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

bm.ge