უკრაინული სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „სამშენებლო კომპანია „უკრბუდის“ აქციები, რომლის სახელიც დედაქალაქში პრობლემური მშენებლობის გამო გახდა ცნობილი, კომპანია Petro oil and chemicals-მა იყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კომპანია Petro oil and chemicals-ი წარმოადგენს ბიზნესს კვიპროსულ-ქართული ფესვებით.

Petro oil and chemicals-ის მფლობელი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია.

მედიის ინფორმაციით, დავით ბეჟუაშვილის კომპანიამ „უკრბუდში“ 805 მლნ გრივნა, დაახლოებით 20 მლნ დოლარი გადაიხადა.

ვრცლად: news.telegraf.com.ua