Cake show studio ბაზარზე დაახლოებით სამი წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებელს გამორჩეული დიზაინით შექმნილ საქორწილო, კორპორატიულ თუ დაბადების დღისთვის განკუთვნილ ტორტებს სთავაზობს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად მოთხოვნადია საქართველოში მსგავსი ტორტები, რა დრო სჭირდება მის დამზადება და ვინ არიან მომხმარებლები და  Cake show studio-ს დამფუძნებელს ნათია ჯოხაძეს დაუკავშირდა.

როგორც ნათია ჯოხაძე აღნიშნავს თვითნასწავლი დიზაინერია და დაახლოებით 12 წელია რაც ამ სფეროშია, ხოლო სამი წელია რაც საკუთარი სტუდია გააკეთა და მეუღლესთან ერთად ამზადებს ტორტებს. Cake show ძირითადად პირად დიზაინებზე მუშაობს, რომლებიც არასდროს  არ მეორდება, ნათია ასევე აღნიშნავს, რომ არასოდეს არ  აკოპირებს სხვა საკონდიტროს დიზაინებს.

„მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, ეს არის ოჯახური ბიზნესი, ჩემი მეუღლეც დიზაინებზე მუშაობს და ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, კონსტრუქციები და განათებები მისი დამზადებულია.

ძირითადად თემატიკას გვეუბნებიან და შემდეგ ვთავაზობთ დიზაინებს, ჯერ იხატება ესკიზი და შემდეგ ვიწყებთ მუშაობას.

იმისათვის, რომ ადამიანმა ტორტი გააკეთოს არ არის აუცილებელი სამხატვრო ან ქანდაკების მიმართულებით ჰქონდეს განათლება, თუ იცი ტექნიკა, იცი რა როგორ კეთდება და გაქვს სურვილი აუცილებლად გამოგივა, მე და ჩემი მეუღლე ორივე ტურიზმის სფეროდან მოვდივართ,  ტუროპერატორები ვართ პროფესიით, მაგრამ ჩვენი პროფესიით არც ერთი დღე  არ გვიმუშავია“ - აღნიშნა ნათია ჯოხაძემ.

Cake show studio-ს ტორტები  სხვადასხვა თემატიკით ზომით და ფორმებით გამოირჩევა ზოგიერთ  შემთხვევაში მათი სიმაღლე ორ მეტრსაც კი აჭარბებს, როგორც ჯოხაძე აღნიშნავს, ტორტები სრულიად საკვები პროდუქტით არის დამზადებული და მათთვის მზადება ერთი თვით ადრე იწყება.

„მაგალითად საქორწილო ტორტისთვის მომხმარებელმა ორი - სამი თვით ადრე უნდა მოგვმართოს, რადგან საკმაოდ შრომატევადია, ერთი თვით ადრე ვიწყებთ ყვავილების და სხვადასხვა დეკორაციების მომზადებას, შემდეგ იწყება დეტალები და საბოლოო ტორტი ქორწილის დღეს ეწყობა, ქორწილის დღეს მზადდება  შიგთავსიც. რაც შეეხება დეკორებს და ყვავილებს ეს არის არამალფუჭებადი პროდუქტები, შაქრის ცომი - იგივე მარციპანი და ვაფლის ფურცლები.

ჩვენ არ ვმუშაობთ როგორც საკონდიტრო და ამიტომ შეკვეთას ადრე ვიღებთ, არ გვაქვს  გათვლა მასებზე , იმ რაოდენობას ვიღებთ რაც შეგვიძლია რომ დავამზადოთ, ამის გამო ძალიან ბევრ მსურველს  ვეუბნებით უარს.

რაც შეეხება კორპორატიულ წვეულებებს ყოველთვის ერთი და იგივე რამ ხდებოდა, კომპანიებს სურდათ სადა ოთხკუთხედი ან მრგვალი ტორტი, რომელზეც ლოგო იქნებოდა დაპრინტული, ჩვენ ასეთ  შეკვეთებს არ ვიღებთ არ ვმუშაობთ იმ დიზაინზე, რომელიც არ მოგვწონს, ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ტორტი იყოს ეფექტური და დაიშოკოს საზოგადოება, ამიტომ არასდროს ვიმეორებთ დიზაინებს და ჩვენ დიზაინებს ყოველთვის განახლებას ვუკეთებთ, ასევე არ ვაკეთებთ ტორტებს,რომელთა დამზადება სხვა საკონდიტროსაც შეუძლია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი საავტორო ტორტები, ჩვენ ასევე  ავტვირთეთ ჩვენი საავტორო  ტორტები მსოფლიო კონდიტერების საიტებზე რომლებიც დარეკლამდა და შემდეგ სხვადასხვა  საკონდიტროებმა გააკეთეს “ - აღნიშნა ნათია ჯოხაძემ. 

რაც შეეხება ფასებს, როგორც ნათია ჯოხაძე აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე საკმაოდ  შრომატევადია და ბევრი პროდუქტი სჭირდება ტორტები ბიუჯეტური არ არის, თუმცა არც ძალიან მაღალ საფასო კატეგორიას განეკუთვნება. ჯოხაძე აღნიშნავს, რომ ფასი სრულად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ ნაჭრიანია, როგორი შიგთავსი აქვს და რამდენად რთული კონსტრუქციაა. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია 25 ნაჭრიანი ტორტის ფასი დაახლოებით 700-800 ლარია.

Cake show studio ტორტების ტრანსპორტირებას თვითონ სპეციალური  ტრანსპორტის  საშუალებით ახორციელებს.

Cake show studio მომხმარებელს ასევე პროფესიის  შესწავლასაც სთავაზობს, როგორც  ნათია  ჯოხაძე  აღნიშნავს, მოთხოვნა საკმაოდ მაღალი და მზარდია, დაინტერესება არის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებიდანაც.

„მე რომ სურვილი მქონოდა ამ პროფესიის  შესწავლის, ვერ ვისწავლიდი, იმიტომ რომ ფიზიკურად არავინ იყო საქართველოში, ვინც ამ ყველაფერს შემასწავლიდა, ამიტომ ეს  ყველაფერი ძალიან რთული გზებით გავიარე.

ტორტის დიზაინერობა ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა, აქამდე საქართველოში ძალიან ცოტანი ვიყავით ტორტის  დიზაინერები და ბევრი ადამიანი იყო ვინც მოგვმართავდა და გვთხოვდნენ რომ გვესწავლებინა. დაინტერესებიდან გამომდინარე  გადავწყვიტეთ კურსების გაკეთება. ეს  კურსები საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს სხვა მეორე არ არის, ამიტომ როდესაც ვასწავლით არის მთლიანად დიზაინერისთვის  შექმნილი პროგრამა,  ყვავილების გამოძერწვით დაწყებული კონსტრუქციებით და გაფორმებებით დასრულებული.“ - აღნიშნა ნათია ჯოხაძემ.

ჯოხაძის  თქმით კურსის სრული ღირებულება 2000 ლარია.