პორტუგალიის მთავრობამ გამოაცხადა გეგმები, გაზარდოს ქვეყანაში მოქალაქეობის მისაღებად საჭირო მინიმალური ბინადრობის პერიოდი. ამჟამინდელი ხუთი წლის ნაცვლად, ნატურალიზაციისთვის განაცხადის შესატანად უცხოელების უმეტესობას იქ ათი წელი მოუწევს ცხოვრება – ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენელმა ანტონიო ლეიტონ ამარუმ განაცხადა და დასძინა, რომ სხვა მიგრაციული რეგულაციებიც გადაიხედება, მათ შორის ლეგალური მიგრანტების ოჯახის წევრებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესები.

ხელისუფლება ასევე გეგმავს სერიოზული დანაშაულებისთვის მსჯავრდებული ნატურალიზებული პირებისთვის მოქალაქეობის გაუქმების შესაძლებლობის შემოღებას.

პორტუგალიაში, დაახლოებით 10.5 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში, ბოლო წლებში იმიგრაციის მკვეთრი ზრდა შეინიშნება. 

ვრცლად 34travel.me–ზე