ჭავჭავაძის გამზირზე Diesel-ის მაღაზია დაიკეტა და ახალი ფილიალი „გალერია თბილისში“ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Diesel Georgia სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

ბრენდის მაღაზიები თბილისში უკვე 5 წელია მუშაობს. 

Diesel-ის პირველი ოფიციალური მაღაზია თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 2019 წლის მაისში გაიხსნა. მას მოჰყვა ამავე წლის დეკემბერში ფილიალი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“. 

ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი იტალიური ბრენდი რენზო როსომ 1978 წელს შექმნა. ბიზნესმენმა ეს სახელი იმიტომ აირჩია, რომ ის მსოფლიოში ყველა ენაზე ერთნაირად, მარტივად გამოითქმება. 

მე-20 საუკუნის მიწურულს დიზელის საწვავი „ალტერნატიულ ენერგიად“ ითვლებოდა. როსომ მისი ახალი ბრენდიც „ალტერნატიულ გემოვნებად“ წარუდგინა მომხმარებელს.