Booking.com-ის შვილობილი კომპანიის საქართველოში „ბუქინგ.ქომ ჯორჯიას“ ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 2022 წელს 3.67 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელთან შედარებით 1.4 მილიონი ლარით მეტია.

დაახლოებით 100 000 ლარით გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგებაც და მან გასულ წელს 2.145 მილიონი ლარი შეადგინა.

კომპანიის მთლიანი კაპიტალი 2,6 მლნ ლარია, ხოლო აქტივები 3.1 მლნ ლარს შეადგენს.

შპს „ბუქინგ.ქომ ჯორჯია“ დაფუძნდა 2015 წლის 9 იანვარს და მისი ადგილმდებარეობა საქართველოშია. 2022 და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის 100% წილის მფლობელი იყო Booking.com B.V

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მხარდაჭერის სერვისების მიწოდება Booking.com International B.V.-სთვის (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ბუქინგ.ქომ-ის პოპულარიზაციით საქართველოში არსებულ საცხოვრებელ ფართებზე) 2015 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით. მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, გაწეული მომსახურების ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგნაირად:

• მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში დარიცხული დანახარჯები 5%-იანი ფასნამატით; 
• Booking.com-ის მიერ საქართველოს ტერიტორიიდან შემოსული საკომისიო თანხების 2%,”- ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში.