ბიზნესის წინაშე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სამუშაო ძალის დეფიციტი, სწორედ ამისთვის ჩვენ წამოვიწყეთ განათლების რეფორმა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული სერიოზული პრობლემები შეიქმნა განათლების სისტემაში, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება დღეს ბიზნესზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლება გეგმავს ამ ვითარების გამოსწორებას.
„რამდენიმე გამოწვევა არის ბიზნესის წინაშე, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სამუშაო ძალის დეფიციტი. შარშან და შარშანწინაც იგივე მაჩვენებელი იყო. წელსაც იგივე მთავარი პრობლემა დაფიქსირდა ბიზნესის მხრიდან ჩატარებულ კვლევაში. სწორედ ამისთვის ჩვენ წამოვიწყეთ განათლების რეფორმა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სერიოზული პრობლემები შეიქმნა განათლების სისტემაში, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება დღეს ბიზნესზე. ჩვენ ვგეგმავთ ამ ვითარების გამოსწორებას. იყო სხვა გამოწვევები, რაც დასახელდა. ჩვენ მზად ვართ ბიზნესთან დიალოგის გაგრძელებისთვის და თუ სადმე პრობლემა იქნება, თითოეული პრობლემა გადაიჭრება სწორედ დიალოგის საფუძველზე“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.