ივნისში შეძენილი ბინა, აგვისტოში მიღებული პირველი სოლიდური შემოსავალი და წლის ბოლოს შეჯამებული შედეგები - ბათუმში უძრავი ქონების ინვესტორებისთვის ეს გზა წარმატების კლასიკური სცენარია. ზაფხულის თვეებში არსებული მოთხოვნა და მაღალი დღიური ტარიფები ინვესტორს აძლევს შესაძლებლობას, ჩადებული კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი მოკლე დროში ამოიღოს, რის გამოც ბათუმი დღეს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო ცენტრია. 

თუმცა, რეალური შემოსავლიანობა მხოლოდ ზაფხულის წარმატებულ სეზონზე არ არის დამოკიდებული. საბოლოო შედეგს მთელი წლის განმავლობაში არსებული დატვირთვის მაჩვენებელი, სეზონური ცვლილებები, მიმდინარე ხარჯები და არჩეული ლოკაცია განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, უძრავი ქონების ინვესტიცია ბათუმში ყველაზე წარმატებულია მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება რეალურ მონაცემებსა და ფინანსურ გათვლებს ეყრდნობა.

ამ სტატიაში განვიხილავთ, რა განსაზღვრავს ბათუმში ბინის მოკლე ვადით გაქირავებისას რეალურ შემოსავლიანობას, რომელი ფაქტორები მოქმედებს წმინდა მოგებაზე და როგორ უნდა შეაფასოთ ინვესტიციის პოტენციალი სეზონურობის გათვალისწინებით.

რა უნდა იცოდეთ ბათუმის სეზონური მოთხოვნის შესახებ?

ბათუმის სეზონურობა რატომღაც პირველივე ეტაპზე აღიქმება, როგორც მთავარი გამოწვევა, თუმცა ქალაქის ტურისტული რიტმი სწორედ ამ განსხვავებულ პერიოდებზეა აგებული. ზაფხულში ბათუმი მოკლე ვიზიტების, დასვენებისა და ზღვისპირა არდადეგების მიმართულება ხდება, რაც რამდენიმე დღით დაჯავშნილ ბინებზე მოთხოვნას ზრდის. წლის სხვა მონაკვეთებში კი სტუმრების პროფილი იცვლება. იზრდება საქმიანი ვიზიტებით ჩამოსული ადამიანებისა და ნაკლებად აქტიურ სეზონზე მოგზაურობის მსურველთა რიცხვი.

ეს განსხვავებული მოთხოვნა ინვესტორს საშუალებას აძლევს, გაქირავების სტრატეგია მხოლოდ ერთ პერიოდზე  არ გათვალოს. ბინის შერჩევისას მნიშვნელოვანია იმის დანახვაც, რამდენად მარტივად მოერგება ის სხვა სეზონების მოთხოვნებს, იქნება ეს ლოკაცია, ტრანსპორტთან სიახლოვე, ინფრასტრუქტურა თუ თავად საცხოვრებლის ფუნქციური და პრაქტიკული მხარე. 

საშუალო ტარიფები და დატვირთვა: როგორია რეალური სურათი?

ბათუმში მოკლევადიანი გაქირავებით მიღებული შემოსავლის შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღიური ტარიფისა და ბინის დატვირთვის რეალური მაჩვენებლების განსაზღვრაა. ზაფხულის სეზონზე ერთოთახიანი ბინის საშუალო ღამის ფასი, როგორც წესი, 60–100 დოლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ლოკაციაზე, ხედზე, რემონტის ხარისხზე, კომპლექსის ინფრასტრუქტურასა და ბინის საერთო მდგომარეობაზე. ტურისტულად აქტიურ ზონებში მდებარე ბინები, როგორც წესი, უფრო მაღალი ტარიფით ქირავდება.

ბათუმის ბაზრის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ აქტიური სეზონის პერიოდში ტურისტული ნაკადის მატება მნიშვნელოვნად ზრდის შემოსავლის პოტენციალს, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში არსებული დაინტერესება დამატებით სტაბილურობას ქმნის. მაგალითად, თუ ივნისიდან სექტემბრამდე ბინის საშუალო დატვირთვა 85%-ს შეადგენს, ხოლო ოქტომბრიდან მაისამდე - 30%-ს, წლიური საშუალო დატვირთვა დაახლოებით 48–50%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.  

თუმცა, დატვირთვის მაჩვენებელი შემოსავლის გამოთვლის საწყისი ეტაპია. საბოლოო შედეგის ზუსტად შესაფასებლად აუცილებელია იმ ხარჯების გათვალისწინებაც, რომლებიც ბინის მართვას ახლავს თან: დასუფთავება, კომუნალური გადასახადები, ონლაინპლატფორმების საკომისიოები, ტექნიკური მომსახურება და სხვა მიმდინარე დანახარჯები. სწორედ ამის შემდეგ ჩანს, რა თანხა რჩება საბოლოოდ მფლობელს და რამდენად შეესაბამება მიღებული შედეგი საწყის მოლოდინებს.

Panorama: ბიზნესკლასის საინვესტიციო აპარტამენტები ბათუმის სანაპიროზე 

ხარჯების გამოკლების შემდეგ დარჩენილი წმინდა შემოსავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ კომპლექსშია შეძენილი ბინა - ზუსტად აქ იკვეთება განსხვავება ინფრასტრუქტურულად განვითარებულ და სტანდარტულ პროექტებს შორის. ბინის გაქირავება ბათუმში უფრო შედეგიანი ხშირად იმ კომპლექსებშია, სადაც სტუმარი მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეს კი არა, დამატებით კომფორტსა და მომსახურებებსაც იღებს.

მაგალითისთვის, ბიზნესკლასის კომპლექსი Panorama, რომელიც ბათუმის სანაპიროზე, ხელოვნურ კუნძულთან მდებარეობს, შექმნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ როგორც სტრატეგიულ მდებარეობას, ისე არქიტექტურულ დახვეწილობას. ეს პროექტი ინვესტორებს სთავაზობს შესაძლებლობას, ფლობდნენ ქონებას, რომელიც თავისი კონცეფციით მუდმივად ინარჩუნებს მაღალ საინვესტიციო ღირებულებას.

ზღვის ხედები, სანაპიროსთან სიახლოვე და ქალაქის აქტიურ ზონებთან კავშირი ის ფაქტორებია, რომლებიც სტუმრების არჩევანზე პირდაპირ მოქმედებს. ტურისტული მიზნით ბინის გაქირავებისას, ასეთი დეტალები ხშირად განსაზღვრავს როგორც ბინის დაჯავშნის სიხშირეს, ისე იმ ტარიფს, რომლის შეთავაზებაც მფლობელს დაინტერესებული პირისთვის შეუძლია.

პროექტის კონცეფციაში გათვალისწინებულია თანამედროვე ცხოვრებისათვის საჭირო სხვადასხვა სივრცე: რესტორნები და ბარები, ბიზნესლაუნჯი, ღია აუზი, საკონფერენციო სივრცეები, ფიტნესცენტრი, სპა, ორდონიანი პარკინგი და სხვა სერვისები. 

უძრავი ქონება ბათუმში: შესაძლებლობა მათთვის, ვინც ამ ქალაქის საინვესტიციო პოტენციალს სწორად აფასებს

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი დღეს მრავალფეროვან შესაძლებლობებს აერთიანებს, რაც ინვესტორს არჩევანის გაკეთებისას უფრო გააზრებული სტრატეგიის შემუშავების საშუალებას აძლევს. ბინები ძველ ბათუმში საკუთარ, გამორჩეულ სეგმენტს ქმნის: ისტორიული არქიტექტურა, ქალაქის ცენტრთან სიახლოვე და უნიკალური ატმოსფერო იზიდავს სტუმრებს, რომლებსაც ზღვისპირა დასვენებასთან ერთად, ქალაქის კულტურული მხარის გაცნობაც სურთ.

ამავდროულად, სანაპირო ზონაში მდებარე თანამედროვე პროექტები, როგორიცაა თუნდაც ზემოთ ნახსენები Panorama, სხვა ტიპის მოთხოვნას პასუხობს და იზიდავს იმ კატეგორიის სტუმარს, რომლისთვისაც კომფორტი, გამორჩეული ინფრასტრუქტურა და ერთ სივრცეში ხელმისაწვდომი მომსახურებები ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. რაც ყველაზე მთავარია, ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან კონკურენციაში არ შედის.  ისინი ბათუმის ტურისტული ბაზრის განსხვავებულ სეგმენტებს ემსახურებიან და ინვესტორსაც შესაძლებლობას აძლევენ, არჩევანი საკუთარი მიზნებისა და საინვესტიციო სტრატეგიის მიხედვით გააკეთოს.

მათთვის, ვინც ბათუმში უძრავი ქონების შეძენას საინვესტიციო მიზნით განიხილავს, მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროექტის შედარება და იმ ვარიანტის შერჩევა, რომელიც მათივე მიზნებსა და მოლოდინებს ყველაზე მეტად შეესაბამება. მიმდინარე პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია Central Management Group-ის პროექტების გვერდზე.