ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა გუნდმა, შვედეთში, ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე (IYPT), ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი გუნდური აქტივობაა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება კოლექტიური და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ტურნირზე შემოთავაზებული დავალებები შეეხო ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა ტურნირის მონაწილეებისგან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვდა.
ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირები ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ტურნირებში ტრადიციულად მონაწილეობენ 40-მდე ქვეყნის უფროსკლასელები. ბოლო წლებში საქართველოს გუნდი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგებს. წლევანდელ ტურნირში ჩართვა ბაზისბანკის მხარდაჭერით შეძლეს და შედეგებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.
“მოხარული ვართ, რომ ახალგაზრდა ფიზიკოსთა 2025 წლის საერთაშორისო ტურნირმა წარმატებულად ჩაიარა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი გუნდის წარმატებული გამოსვლების სერია ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირებზე. 2020 წლიდან მოყოლებული, საქართველომ 5-ჯერ აიღო მედალი IYPT-ზე და იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ წლევანდელი გუნდის ყველა წევრი შეძლებს მომავალი წლის ტურნირზე მონაწილეობის მიღებას. საქართველოს ფიზიკოსთა ტურნირების საორგანიზაციო კომიტეტის სახელით მადლობას ვუხდით ჩვენს გენერალურ სპონსორებს, ბაზისბანკსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. - განაცხადა საქართველოს ახლაგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირების დირექტორმა, გიორგი ხომერიკმა.
“ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ახალი თაობის საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის მხარდაჭერა. გვიხარია, რომ ბანკის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფიზიკოსებმა საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრება შეძლეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. მიგვაჩნია, რომ ბიზნესის ჩართულობა მსგავს პროექტებში მნიშვნელოვანია და მოზარდების განათლების ამაღლებას უწყობს ხელს.” - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ახალგაზრდა ფიზიკოსთა გუნდმა, საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი - ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მისი მეუღლე მელანია ტრამპის მიწვევით, გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი
აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ მათ სჭირდებათ დრო, აუცილებლად დაგვიბრუნდებიან და შეძლებენ ურთიერთობების დაწყებას - მიხეილ ყაველაშვილი
ბრიტანეთს აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი "იმედისა" და "პოსტივის" სანქციებისთვის - ყაველაშვილი