ბათუმში სასტუმრო Best Western Premier Batumi $26 მილიონად იყიდება, ამის შესახებ ინფორმაცია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტოების ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, სასტუმრო 14 სართულისგან შედგება.

„სასტუმრო მდებარეობს ქალაქის გულში, ქორთიარდ მერიოტის შენობაში სადაც ქალაქის გასართობი ცენტრია.

სასტუმროს მოწყობა მოიცავს 14 სართულს -

-1 სართული – პარკინგი – 600 კვ.მ;

G სართული – მისაღები – ლობი – 100 კვ.მ;

მე-2 სართული – ლობი ლაუნჯი, შეხვედრების ოთახი, ოფისები – 300 კვმ;

მე-3 სართული- კაზინო: I სართული – მისაღები, სათამაშო აპარატები, ბარი, ვიდეოკამერის ოთახი – 350 კვ.მ. II სართული – სათამაშო მაგიდები, VIP ოთახები, ბარი და ბუფეტი –650 კვ.მ;

მე- 4 სართული –სტაფის ოფისები – 100 კვმ;

მე-5 სართული – სპა, საცურაო აუზი, სასწავლო ცენტრი, ვერანდა, იოგას ოთახი, კარადები – 1000 კვ.მ;

მე-6 სართულიდან მე-12 სართულის ჩათვლით – 104 სასტუმროს ოთახი (4 სხვადასხვა კატეგორია) – 4000 კვ.მ;

მე-13 სართული - რესტორანი „ზურმუხტი“ - 500 კვ.მ (ქართული, ევროპული და ჩინური სამზარეულო) რეალური LIVE კაზინო - 1000+ კვ.მ ონლაინ კაზინო -1100+ კვ.მ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, სასტუმრო 2019 წელს გაიხსნა, ის ამერიკული საერთაშორისო ბრენდის “Best Western Hotels & Resorts”-ის ფრენჩაიზია. თავდაპირველად სასტუმროში 14 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.