Balenciaga-ს მოდის სახლმა ჩიფსების მწარმოებელ კომპანია Lay's-თან დაიწყო თანამშრომლობა და ჩიფსის შეფუთვის იდენტური ტყავის კლაჩები გამოუშვა.
ჩიფსის შეფუთვით შექმნილი კლაჩები რამდენიმე ფერში იქნება ხელმისაწვდომი. საკულტო შეფუთვის ტყავის ჩანთა, რომელიც მარტივი ვერცხლის ელვა შესაკრავითაა გაფორმებული, 1 800 დოლარი ეღირება. მსურველები ჩანთების შეძენას რამდენიმე თვეში შეძლებენ. ინფორმაციას Lay's-იც ადასტურებს.
Balenciaga-სა და Lay's-ის შორის თანამშრომლობის დებიუტი Balenciaga-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის The Mud Show-ზე, პარიზის მოდის კვირეულზე შედგა. Frito-Lay-ის ჩანთები მაშინ თითქმის შეუმჩნეველი დარჩა, რადგან მოდელებს პოდიუმზე კლაჩები ხელში ჰქონდათ ჩაკუჭული და ბრენდიც და შეფუთვაც შეუმჩნეველი დარჩა.