სააგენტო "აწარმოე საქართველოს“ ექსპორტის მხარდამჭერ პროგრამაში - ინდივიდუალური ექსპო გრანტი, განაცხადების მიღება განახლებული პირობებით გრძელდება.
2025 წლიდან თითოეული კომპანიისთვის წლიურად ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა 5,000 ერთეულის ნაცვლად (დოლარი, ევრო, ფუნტი) 10,000 ერთეულამდე გაიზარდა. ამასთან, გარდა მესამე და მეოთხე კატეგორიის კომპანიებისა, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება მეორე კატეგორიის კომპანიებისთვისაც (აუნაზღაურდებათ ხარჯების 60%).
პროგრამა ექსპორტზე ორიენტირებულ თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. ესენია: საკვები და სასმელი ინდუსტრია, ტანსაცმელი, ტყავი და მისი ნაწარმი, სათამაშოები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები და სხვა.
თანადაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია საწარმოს ზომით კატეგორიაზე.
საწარმოსკატეგორია |
სააგენტოს პროცენტული თანადაფინანსება |
მეორე კატეგორიის საწარმო |
60% (არაუმეტეს 10 000 ევროს; აშშ დოლარის; ფუნტი სტერლინგისა) |
მესამე კატეგორიის საწარმო |
80% (არაუმეტეს 10 000 ევროს; აშშ დოლარის; ფუნტი სტერლინგისა) |
მეოთხე კატეგორიისსაწარმო |
90% (არაუმეტეს 10 000 ევროს; აშშ დოლარის; ფუნტი სტერლინგისა) |
საექსპორტო ქვეყნებს შორის არის: ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, ჩინეთი, კანადა, იაპონია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი, უზბეკეთი, ბრაზილია, ისრაელი, ინდოეთი და სხვა. ასევე სომხეთიც და აზერბაიჯანიც, თუმცა ეს ორი ქვეყანა მხოლოდ სამშენებლო მასალების მწარმოებლებისთვის არის განსაზღვრული.
ცნობისთვის, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ინდივიდუალური ექსპო გრანტის პროგრამა 2024 წლიდან დაიწყო.