Inex Group სერვისების გაფართოებას განაგრძობს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ განუცხადა, ბოლო პერიოდში, Inex Group-მა ახალი მიმართულება დაამატა, სადაც ძალიან ხელსაყრელი პირობებია ონლაინ ვაჭრობისთვის.

„საუბარია - პოლონეთზე. სხვათა შორის, ქართველი მომხმარებელი ძალიან გააქტიურებულია ამ მიმართულებით. ის, რაც პოლონეთის მიმზიდველობას განაპირობებს - არის ფასები. ფასდაკლებების გარეშეც, პოლონეთში საკმაოდ დაბალი ფასებია, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის shopping-ისთვის“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებლები პოლონეთიდან იწერენ აბსოლუტურად ყველაფერს - ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პირადი მოხმარების ნივთებს…

„განსაკუთრებით აღსანიშნია ავტონაწილები, რაც საკმაოდ იაფია პოლონეთში“, - განმარტა Inex Group-მა დირექტორმა.

მან „ბიზნესპარტნიორთან“ ზოგადად ზაფხულის ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე, საქართველოში შემოსული ამანათების რაოდენობა მზარდია.

„არც წლევანდელი ზაფხულია გამონაკლისი. განსაკუთრებით გააქტიურებულია ევროპული ქვეყნები, რასაც ფასდაკლებები განაპირობებს. ევროპაში, ივნისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში, კარგი ფასდაკლებებია, შესაბამისად, ქართველი მომხმარებელი აქტიურია ონლაინ ვაჭრობის კუთხით“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მისივე ინფორმაციით, ევროპული სახელმწიფოებიდან, ყველაზე დიდი რაოდენობით ამანათები საბერძნეთიდან შემოდის. ლიდერების სიაში ასევე არიან - ესპანეთი, გერმანია და იტალია.

წყარო: "ბიზნესპარტნიორი"