„რა თქმა უნდა ყველანაირი შეღავათი ბიზნესისთვის ძალიან კარგია, თუმცა ეს კანონპროექტი ძალაში 2025 წელს შევა, ამ ორი წლის შემდეგ რა იქნება პროგნოზირება რთულია“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
მისივე თქმით ყველანაირი შეღავათი, მით უმეტეს საშემოსავლო და მოგების გადასახადის შეღავათები კომპანიებისთვის იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ინვესტიციები ბიზნესის განვითარების მიმართულებით განახორციელოს.
„ზოგადად მცირე ბიზნესისთვის მუშაობა რთულია, ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან ეს ცუდი არ არის, რადგან მათი ვალდებულებაა, რომ აღირიცხოს მცირე ბიზნესები და შემდეგ შეღავათები გაკეეთდეს. იმიტომ რომ ინვსტიციებია საჭირო, არის შეღავათიანი კრედიტები, სხვადასხვა გრანტები დონორებისგან და ყველანაირი შეღავათი მცირე ბიზნესებზე კარგად იმოქმედებს. მით უმეტეს ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ და ყველანაირი ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ სხვა, მაგალითად ბევრგან გზა და წყალი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ საკითხების პირველ რიგში მოგვარება.“ - აღნიშნა ქეთი კვიჭიძემ.
ქეთი კვიჭიძე განმარტავს, რომ 2019 წლამდე მცირე ბიზნესში ინვესტიციების ჩადების მსურველთა დიდი რაოდენობა იყო, თუ,ცა შემდეგ პანდემია დაემთხვა და ტემპმა იკლო. კვიჭიძე ასევე აღნიშნავს, რომ ახლა ეს ბაზარი ისევ მოთხოვნადი გახდა.
„ჩვენ ვახორციელებთ ახალ პროექტს, როგორც არის ღვინის გზა, ასევე იგეგმება, რომ გაკეთდეს საოჯახო რესტორნების გზა, ძალიან კარგი პროექტი გვაქვს და ვფიქრობ რომ ესეც ხელს შეუწყობს გსტრონომიული ტურიზმის და ოჯახების განვითარებას.
გასტრონომიას აქვს პოტენციალი იმას, რომ ღვინის გზის დონეზე ავიდეს და იგივე მარნებში, რომელიც ღვინის გზაში გვხვდება მოთხოვნადია, რომ დაემატოს კვებაც და ყველას სტუმარი ითხოვს, რომ მათ ჰქონდეთ ქართული გასტრონომიის დაგემოვნების საშუალება. რაც შეეხება გათანამედროვებას მნიშვნელოვანია ბიზნესის კუთხით, რომ იგივე რესტორნებმა თავისი კერძები გაათანამედროვონ, თუმცა ის ავთენტურობა უნდა შეინარჩუნონ.“ - აღნიშნა ქეთი კვიჭიძემ.
რაც ეხება მოლოდინებს, ქეთი კვიჭიძე განმარტავს, რომ ის მოლოდინები, რაც ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით იტარ გამართლდა.
„ამინდებიც ცუდი იყო. ასევე ევროპელი ტურისტი, რომელიც წინასწარ გეგმავს მოგზაურობას, აღგვიქვამს, როგორც ომის რეგიონს, რადგან რუსეთი გვყავს მეზობლად და ტერიტორიები ოკუპირებულია. ამის გამო თავს იკავებენ საქართველოში სტუმრებისგან. რაც შეეხება სტუმრებს აზიის ქვეყნებიდან, აქაც პრობლემა გვაქვს რადგან ვიზებია დაწესებული და უჭირთ შემოსვლა და ღვინისა დ რძეა გასტრონომიის მხრივ ჩვენი ქვეყანა მათთვის საინტერესო არ არის.“ - აღნიშნა ქეთი კვიჭიძემ.
მისივე თქმით საჭიროა მარკეტინგული კამპანიები, ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მითქმა-მოთქმა შავი ზღვის დაბინძურების გარშემო.