„აჭარა ტექსტილმა“ 2022 წელს შემოსავალი 13%-ით, 333.6 მილიონ ლარამდე გაზარდა.

მმართველობითი ანგარიშის თანახმად, „აჭარა ტექსტილეს“ საწარმოებში 7 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. კომპანია ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტ ერთეულ პროდუქტს კერავს და მსოფლიო ბრენდებთან არსებული ხელშეკრულებების მიხედვით, პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. ამჟამად კომპანიას აქვს სამკერვალო ფაბრიკები ფოთში - 3 ათასამდე დასაქმებულით; ბათუმში 3 ათასამდე თანამშრომლით და ქობულეთში ათასამდე თანამშრომლით.

ანგარიშის თანახმად, მიღებული 294 მილიონი ლარიდან კომპანიამ მასალებზე (მატერია და სხვა მასალები) 248 მილიონი ლარი დახარჯა. კომპანიაში დასაქმებულთა ხელფასებმა კი 49.3 მილიონი ლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2022 წელი „აჭარა ტექსტილმა“ 17.5 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.

„აჭარა ტექსტილის“ აქტივების მოცულობა 95.5 მილიონ ლარს შეადგენს, კომპანიის ვალდებულებები 36 მილიონი ლარია.

„აჭარა ტექსტილე” 2008 წელს თურქულმა სააქციო საზოგადოება აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთმა დააფუძნა. აღნიშნული, კომპანიის 50%-50%-იან წილებს ბიზნესმენები ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და ქემალ ბილგინგულლუოღლუ ფლობენ. მათივე დაფუძნებულია კომპანია "ქართლი ტექსტილიც", რომელიც ასევე სამკერვალო საწარმოს ფლობს და ის ქალაქ რუსთავში მდებარეობს. 

კომპანია გლობალური ბრენდებთან თანამშრომლობს, ისეთები როგორიცაა Nike, Puma, Adidas, New Balance, Under Armour-ი და სხვა.