მხოლოდ 1 დღით, მხოლოდ 5 ივლისს, არქის პრემიუმ პროექტში ბინის შეძენის მსურველებს კომპანია დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, არქის ფილარმონიის ოფისში დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეზღუდული დროით - მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში შეიძინონ საოცნებო ბინა ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება.
არქი ჰორაიზონი ახალი პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსია ორთაჭალის მწვანე სივრცეში, კომფორტული მდებარეობითა და გამორჩეული ხედით მთელ თბილისზე. პროექტის მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა აერთიანებს ღიააუზს, სამეზობლო ლაუნჯს, ფიტნეს დარბაზს, პადელის კორტებს, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანს, გამწვანებულ და საბავშვო სივრცეებს.პროექტი, არქის მოწვევით, მსოფლიოში ცნობილმა სინგაპურელმა არქიტექტორმა ვეი აპ ოიმ დააპროექტა, მას უმუშავია მასშტაბურ პროექტებზე ავსტრალიაში, დუბაისა და სინგაპურში. კომპლექსში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები.
არქი ჰორაიზონის მულტიფუნქციურ კომპლექსში ბინის შეძენა სწორედ ახლაა ყველაზე მომგებიანი, რადგან ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულს სწორედ დიდი ფასდაკლების დღეს მიაღწევს. ეს იმასნიშნავს, რომ მშენებლობის დასრულებამდე ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუ უძრავ ქონებაში ინვესტირება გსურთ, 5 ივლისი ამისთვის საუკეთესო დროა. ამის ნათელი მაგალითია წინა დიდი ფასდაკლების დღეების შედეგები, როდესაც 1 წელში დაფიქსირდა უძრავი ქონების ფასის საშუალოდ 30%-იანი ზრდა.
მაგალითად, არქი დიღომი 3-ში დიდი ფასდაკლების დღიდან 15 თვე გავიდა და ამ პერიოდში ბინის ფასი საშუალოდ 28%-ით გაიზარდა — რაც დაახლოებით21,000$-ზე მეტს ნიშნავს. ანალოგიურად, არქი კიკვიძის ბაღში დიდი ფასდაკლების დღე იყო 2024 წლის 6 ივლისს და ზუსტად ერთ წელში ბინის ფასი დაახლოებით 23%-ით გაიზარდა, რაც 16,000$-ზე მეტია. ხოლო არქი რუსთავის პროექტში, დიდი ფასდაკლების დღე სულ რაღაც 2 თვის წინ იყო და ამ მოკლე პერიოდში, ბინის ფასები უკვე 16%-ით არის გაზრდილი, რაც 7500$-ზე მეტია.
მომავალ არქელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ გადახდის საუკეთესო პირობებით და შეიძინონ მშენებარე ბინები განვადებით 12 წლამდე შემოსავლების დადასტურებისა და პირველადი შენატანის გარეშე - მათზე მორგებული გადახდის გრაფიკით.
დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის მშენებლობის დაწყებამდე - მხოლოდერთი დღით იქნება აქტიური, ხოლო ბინების რაოდენობა შეზღუდული. ფასდაკლების დღეს ყოველთვის უამრავი ადამიანი ელოდება, რათა სასურველი ბინის ყიდვა არქიში საუკეთესო ფასად შეძლონ.
დიდი ფასდაკლების დღე არქის ტრადიციაა, რომელიც კონკრეტული პროექტის დაწყებისას მხოლოდ ერთი დღით ეშვება და უკვე რამდენიმე წელია, რაც უამრავი ადამიანი სწორედ ამ დღეს ელოდება, რათა ბინის ყიდვა არქიში ყველაზე დაბალ ფასად შეძლონ. აღსანიშნავია, რომ კომპანია უკვე 45 000-ზე მეტ კმაყოფილ არქელს აერთიანებს.
დიდი ფასდაკლების დღე 5 ივლისს, 12:00 საათიდან, არქის ფილარმონიის ოფისში გაიმართება.
რეგისტრაციისთვის გადმოდით ბმულზე: