სამშენებლო სექტორი 2025 წელს დადებითად აფასებს და 2026 წელსაც სტაბილური განვითარების მოლოდინით ხვდება.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „მონოლით ჯგუფის“ დირექტორი თორნიკე მაისურაძე განმარტავს, რომ 2025 წელი რეკორდული მაჩვენებლებით გამორჩეული წელი აღმოჩნდა არა მხოლოდ „მონოლით ჯგუფისთვის“, არამედ სექტორის ყველა მსხვილი მოთამაშისთვის.

„2024 წლის ბოლოს უკვე შეინიშნებოდა დადებითი დინამიკა, რომ წელი პოზიტიურად და სექტორისთვის ნაყოფიერად დაიწყებოდა და ეს ასეც მოხდა. რეკორდული იყო მაჩვენებლები ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, სექტორში ყველა მსხვილი მოთამაშისთვის წელი რეკორდულად კარგი აღმოჩნდა. 2025 წლის 11 თვის მონაცემებით ზრდა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 32% გვაქვს“, - ამბობს თორნიკე მაისურაძე.

მისივე განმარტებით, უძრავ ქონებაზე სტაბილური მოთხოვნა იყო ქართველი რეზიდენტებისგანაც. ამასთან, 2022, 2023, 2024 წლის პირველ ნაწილში მოთხოვნას სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ქმნიდნენ, ბოლო 2 წელია კი მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ ისრაელის მოქალაქეები.

„2026 წლის მოლოდინი ცალსახად პოზიტიურია. ტრენდი სტაბილური, დინამიკურად აღმავალია. არ ხდება ნახტომისებური ძვრები და არც არის ბიზნესისთვის სასიხარულო ნახტომისებური ზრდა, ყველაზე მნიშვნელოვანი დინამიკური განვითარებაა. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტენდენციები შენარჩუნებულია პრინციპში 2025 წლის ბოლო 2 კვარტალია, მომდევნო წელსაც პოზიტიურად ვუყურებთ“, - განაცხადა თორნიკე მაისურაძემ.