ზელენსკის ვიზიტისას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ამის კარგი შანსი გვაქვს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა როგორც უკრაინას, ისე რუსეთსაც სურს.

„ვფიქრობ, ახლა მათ [უკრაინა] ამის გაკეთება სურთ და ვფიქრობ, ეს რუსეთსაც სურს. მაგრამ ყოველთვის, როცა ამის გაკეთება ერთს სურს, მაშინ მეორეს აღარ სურს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება რთული აღმოჩნდა.

„რვა ომი დავასრულე და ეს ყველაზე რთულია. თუმცა, ამასაც დავასრულებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

www.interpressnews.ge