ვოლიდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ, – ამის შესახებ სტატიას „აქსიოსი აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 23-24 იანვარს უკრაინასა და რუსეთს შორის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართულ მოლაპარაკებებს პრეზიდენტებს შორის შესაძლო შეხვედრისკენ გადადგმული „ნაბიჯი“ უწოდეს.

შეხვედრების შესახებ ინფორმირებული აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებები „პროდუქტიული“ იყო და პროგრესის მომტანი იყო.

აქსიოსის“ წყაროები აცხადებენ, რომ ამან მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი – პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დააახლოვა.

„ჩვენ ოთახში დიდი პატივისცემა დავინახეთ, რადგან ისინი გულწრფელად ეძებდნენ გადაწყვეტილებებს“, – თქვა წყარომ. ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები პირველ თებერვალს გაგრძელდება.

აქსიოსის“ ინფორმაციით, 23-24 იანვარს აბუ დაბიში უკრაინასა და რუსეთს შორის არა მხოლოდ აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი, არამედ ორმხრივი მოლაპარაკებებიც გაიმართა. წყაროების ცნობით, შაბათს ამერიკელმა შუამავლებმა ერთობლივი შეხვედრები გამართეს რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებთან, ხოლო რუსული და უკრაინული მხარეები ასევე შეხვდნენ პირდაპირ, ამერიკელების დასწრების გარეშე.

1tv.ge