გლობალური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სინგაპური მსოფლიოს წამყვან საზღვაო ჰაბად რჩება, ამის შესახებ ინფორმაციას Seasia Stats-ი ავრცელებს და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს.

2024 წლის წამყვანი საზღვაო ქალაქების ანგარიშის და Menon Economics-ის მიხედვით, „ლომის ქალაქი“ - სინგაპური ყველაზე მსხვილი საზღვაო ჰაბია, მას მოსდევს როტერდამი და ლონდონი.

გამოცემა წერს, რომ რეიტინგი მსოფლიოს 50 უმსხვილეს საზღვაო ქალაქს 5 მიმართულების, ობიექტური და სუბიექტური მაჩვენებლების მიხედვით, აფასებს. თითოეულ მიმართულებას რეიტინგში მინიჭებული აქვს 20%-იანი შეფასება.

ეს 5 მიმართულებაა: გადაზიდვები, საზღვაო ფინანსები და სამართალი, პორტები და ლოჯისტიკა, მიმზიდველობა და კონკურენტუნარიანობა, საზღვაო ტექნოლოგია.

ოცდაათეულში მოხვდა: 6 ჩინური ქალაქი, 4 - ქალაქი აშშ-დან, 2-2 იაპონური, ფრანგული, გერმანული და ესპანური ქალაქები.

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საზღვაო ჰაბების ოცეული ასეთია:

  • სინგაპური
  • როტერდამი
  • ლონდონი
  • შანხაი
  • ოსლო
  • ნიუ იორკი
  • ტოკიო
  • ჰამბურგი
  • კოპენჰაგები
  • ბუსანი
  • დუბაი
  • ჰონგ კონგი
  • ვანკუვერი
  • პარიზი
  • ჰიუსტონი
  • პეკინი
  • ანტვერპენი
  • სიდნეი
  • ლოს ანჯელესი
  • ოსაკა