მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭომ (WTTC) რვა სტრატეგიული პრიორიტეტი გამოაქვეყნა, რომლებიც ტურისტული ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს.
გეგმა, რომელიც აღმასრულებელმა კომიტეტმა 200-ზე მეტ ინდუსტრიის ლიდერთან კონსულტაციის შემდეგ დაამტკიცა, მიზნად ისახავს სექტორის მდგრადი ზრდისა და ტრანსფორმაციის უზრუნველყოფას.
განვითარების მთავარი მიმართულებები:
1. ციფრული სტანდარტებისა და ბიომეტრიული ტექნოლოგიების დანერგვა მოგზაურობის გასამარტივებლად;
2. დანიშნულების ადგილების მართვა: ოვერტურიზმის (ტურისტების უკონტროლო ნაკადის) პრობლემის მოგვარება;
3. გარემოსდაცვითი ინიციატივების ხელშეწყობა;
4. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის;
5. გლობალური კრიზისებისთვის მზადყოფნის გაუმჯობესება;
6. გლობალური კავშირის გაფართოება: ახალი ტურისტული დერეფნების შექმნა;
7. ადამიანური რესურსების განვითარება: ნიჭის შენარჩუნება და პერსონალის მობილობის უზრუნველყოფა;
8. საინვესტიციო პოლიტიკა: ინდუსტრიის ზრდის სტიმულირების ზომების ხელშეწყობა.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე