„სააღდგომო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, ავიაკომპანია Wizz Air-ი მოუწოდებს მგზავრებს, გამგზავრებამდე იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“ – ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.

„სააღდგომო არდადეგების განმავლობაში Wizz Air-ს დაგეგმილი აქვს თითქმის 4 000 ფრენა. შესაბამისად, ავიაკომპანია იწყებს ახალ საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით „სამედიცინო ცნობიერება”, რომელიც მიზნად ისახავს მგზავრებისთვის სასარგებლო რჩევების მიწოდებას კომფორტული და შეუფერხებელი მოგზაურობისთვის.

ბოლო წლებში საჰაერო სივრცეში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევები უფრო შესამჩნევი გახდა მთლიანად ავიაციის ინდუსტრიაში. ინიციატივა ხაზს უსვამს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს მგზავრებისთვის – განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, არის ფეხმძიმედ ან ახლახანს გადაიტანა მნიშვნელოვანი სამედიცინო პროცედურა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ჩვენს Customer First Compass პროგრამაში, ვაგრძელებთ მაქსიმალურ ზრუნვას ყველა მგზავრზე, რათა შევთავაზოთ მათ უსაფრთხო და კომფორტული სამოგზაურო გამოცდილება. ამ კამპანიის მთავარი მიზანია, დავეხმაროთ მგზავრებს ფრენისთვის მომზადებაში, რათა თავიდან აიცილონ გზად შექმნილი პრობლემები და დაბრკოლების გარეშე მიაღწიონ თავიანთ დანიშნულებას, რათა საყვარელ ადამიანებთან ერთად ხარისხიანად გაატარონ ეს პერიოდი” – განაცხადა სალვატორე გაბრიელე იმპერიალემ, კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა.

ძირითადი რჩევები მგზავრობისთვის მოსამზადებლად:

  • შეამოწმეთ, გჭირდებათ თუ არა Fit-to-Fly ცნობა– თუ ბოლო პერიოდში გადაიტანეთ ოპერაცია ან ორსულობის 28-ე კვირას გადააბიჯეთ, შესაძლოა ექიმის ცნობა დაგჭირდეთ. გადაამოწმეთ გამგზავრებამდე.
  • გაანაწილეთ ბარგი გონივრულად– აუცილებელი მედიკამენტები და სამგზავრო დოკუმენტები ყოველთვის გქონდეთ ხელმისაწვდომ ადგილზე – ხელბარგში.
  • ჩაიცვით კომფორტულად– თავისუფალი, ჰაერგამტარი ტანსაცმელი და საჭიროების შემთხვევაში კომპრესიული წინდები დაგიცავთ ხანგრძლივი ფრენების დროს ცირკულაციის პრობლემებისგან.
  • დარჩით ჰიდრატირებულ მდგომარეობაში და იმოძრავეთ– დალიეთ წყალი რეგულარულად და გადაადგილდით სალონში შესაძლებლობის ფარგლებში – ეს დაგეხმარებათ ღრმა ვენების თრომბოზის თავიდან აცილებაში.
  • მიიღეთ მედიკამენტები რეჟიმის მიხედვით– სასაათო სარტყელების შეცვლისას გამოიყენეთ ტელეფონის შეხსენებები, რომ დოზები არ გამოგრჩეთ.
  • თუ ცუდად გრძნობთ თავსგამოიყენეთ სამედიცინო პირბადე– თუ გაციებული ხართ ან გაქვთ ალერგია, იყავით გულისხმიერი სხვა მგზავრების მიმართ.
  • ფრენის დროს დასვენება მნიშვნელოვანია– გამოიყენეთ სამგზავრო ბალიში, თვალის ნიღაბი ან ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები ენერგიის აღსადგენად.

მგზავრებს ასევე შეგახსენებთ, რომ Wizz Air-ის ბორტგამცილებლები გადამზადებულნი არიან ფრენის დროს საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭირო გახდება ფრენის მიმართულების შეცვლა, შემდგომი მკურნალობა და ტრანსპორტირება წარმოადგენს მგზავრის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, თითოეულ მოგზაურობისას რეკომენდირებულია სამოგზაურო დაზღვევის შეძენა.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 232 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში““ – ნათქვამია ინფორმაციაში.