ამერიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა, Wells Fargo & Co.-მ, 2025 წლის მეორე კვარტალში შემოსავალი და წმინდა მოგება ბაზრის პროგნოზზე მეტად გაზარდა, თუმცა წმინდა საპროცენტო შემოსავალი მოსალოდნელზე უარესი იყო.
ბანკის პრესრელიზის თანახმად, აპრილ-ივნისში მისმა წმინდა მოგებამ 5.49 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 1.6 აშშ დოლარი აქციაზე შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულ 4.91 მილიარდ აშშ დოლართან, ანუ 1.33 აშშ დოლართან შედარებით.
შემოსავალი წინა წლის ანალოგიური პერიოდის 20.69 მილიარდ დოლართან შედარებით 20.82 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ, 20.75 მილიარდი დოლარის შემოსავალთან ერთად, ერთ აქციაზე 1.41 აშშ დოლარის წმინდა შემოსავალს ელოდნენ.