ორშაბათს, 9 ივნისს, ამერიკულმა მედიაკორპორაციამ Warner Bros. Discovery-მ გამოაცხადა ორ კომპანიად გაყოფის შესახებ: ერთი მიიღებს სტრიმინგ ბიზნესს და კინოსტუდიებს, მეორე კი - ტელეარხებს, მათ შორის CNN-სა და Discovery-ს.

პრესრელიზში ახალი კომპანიების კონკრეტული სახელები არ არის მითითებული. ჯერჯერობით ისინი მხოლოდ აღწერით არის დასახელებული: Streaming & Studios (სტრიმინგი და სტუდიები) და Global Networks (გლობალური ქსელები).

Streaming & Studios-ში შევა Warner Bros. Television, Warner Bros. Motion Picture Group, DC Studios, HBO, HBO Max და მათი ფილმებისა და სერიალების ბიბლიოთეკები. კომპანიას უხელმძღვანელებს დევიდ ზასლავი, Warner Bros. Discovery-ს ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი.

Global Networks-ში შევა გასართობის, სპორტული და საინფორმაციო ბრენდები, მათ შორის CNN-ს, TNT Sports-ს, Discovery-ს, Discovery+-ს და Bleacher Report-ს. მას უხელმძღვანელებს გუნარ ვიდენფელსი, Warner Bros. Discovery-ს ფინანსური დირექტორი.

კომაპნიის გაყოფის დასრულება, სავარაუდოდ, 2026 წლის შუა პერიოდისთვის მოხდება.