აშშ-ის უმსხვილესმა საცალო ვაჭრობის კომპანია Walmart Inc.-მა 2026 ფისკალური წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 1.6-ჯერ გაზარდა, მაშინ როდესაც კორექტირებული მაჩვენებელი და შემოსავალი ექსპერტების მოლოდინს ჩამორჩა.

მაის-ივლისში კომპანიის წმინდა მოგებამ 7.026 მილიარდი აშშ დოლარი ანუ 88 ცენტი აქციაზე შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 4.501 მილიარდ აშშ დოლართან ანუ 56 ცენტთან შედარებით. ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით, მოგება აქციაზე 67 ცენტიდან 68 ცენტამდე გაიზარდა.

შემოსავალი 4.8%-ით გაიზარდა და 177.402 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, წინა ფისკალურ წელს კი ეს მაჩვენებელი 169.335 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. გაცვლითი კურსის ცვლილებების გამოკლებით, ის 5.6%-ით გაიზარდა.

ვრცლად interfax – ზე