„აგვისტოში დადებული განცხადებები ივნისისას - 11%-ით, ხოლო ივლისისას 18%-ით ჩამორჩება. ზოგადად, ბოლო 2 წელია, აგვისტოში ძალიან მკვეთრი კლებაა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა, ინგა შახბანზიანმა, განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თვე იყო, თუმცა, ბოლო 2 წელში რეალობა საპირისპიროდ შეიცვალა.

„აგვისტოში ჩვენს საიტზე 4 000-მდე განცხადება დაიდება, რაც ნიშნავს, რომ ძალიან პასიური თვე გვაქვს და წლიური კლებაც 7%-იანია. ზოგადად, სხვა წლებში აგვისტო ძალიან აქტიური თვე იყო, მაგრამ ახლა შესამჩნევი კლებაა, განსაკუთრებით, ბოლო 2 წელიწადია. განცხადებების რაოდენობა შემცირებულია გასულ ორ თვესთან შედარებითაც - ივნისში 4 500 დაიდო, ხოლო ივლისში 4 900, შესაბამისად, კლება 18 და 11%-იანი გამოდის.

რაც შეეხება სფეროებს, კლება ყველაზე მეტად სამედიცინო მიმართულებით შეინიშნება, რაც იმით აიხსნება, რომ ამ პერიოდში ძირითადად ისვენებენ ხოლმე. არსებულ ვითარებაში, ყველაზე აქტიური სფერო კი Retail-ია, რომელიც ისედაც მუდმივად მკვეთრად გამოხატული დინამიკურობით ხასიათდება“, - აღნიშნა შახბანზიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

წყარო: www.bpn.ge