რამდენიმე ვიეტნამური ავიაკომპანია დროებით გააუქმებს ზოგიერთ შიდა მარშრუტზე რეისებს საწვავის დეფიციტისა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ფასების ზრდის გამო, – ამის შესახებ სამშაბათს Bloomberg-მა განაცხადა.

ვიეტნამის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის სახელმწიფო ავიაკომპანია Vietnam Airlines 1 აპრილიდან შიდა რეისების რაოდენობას შეამცირებს: კვირაში დაახლოებით 20 რეისი გაუქმდება.

VietJet Aviation JSC-მა ასევე გამოაცხადა რამდენიმე რეისის გაუქმების შესახებ. Bamboo Airways-მა განაცხადა, რომ პიკის საათებში რეისების გაგრძელებას შეეცდება, თუმცა მათი სიხშირე შესაძლოა გასულ წელთან შედარებით დაბალი იყოს.

ვრცლად interfax – ზე