ვიეტნამის აღმოსავლეთ რეგიონში ტაიფუნი „კაჯიკი“ მძვინვარებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის სიჩქარე საათში 166 კმ-ს მიაღწევს.
ტაიფუნს თან ახლავს ძლიერი წვიმა და არსებობს წყალდიდობისა და მეწყრული პროცესების საშიშროება.
სტიქიის გამო ევაკუირებულია 586 000-მდე ადამიანი. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დროებით შეწყვეტილია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა.