THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ვალერი ზალუჟნიმ უარი თქვა ჯეი დი ვენსთან საუბარზე, რომელიც უკრაინისთვის ზელენსკის ალტერნატივას ეძებდა თეთრ სახლში 28 თებერვალს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ.

ვენსის გუნდს სურდა ზალუჟნისთან საუბრის ორგანიზება ვაშინგტონში ლიდერების დაპირისპირებიდან 3 დღის შემდეგ, რადგან „ვენსი და სხვა მაღალჩინოსნები ტრამპის გარემოცვიდან, როგორც ჩანს, პრობლემურ ზელენსკის შესაძლო ალტერნატივებს ეძებდნენ.“

გარდა ამისა, როცა ზელენსკი ოვალურ კაბინეტში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ლონდონში კირ სტარმერთან გაფრინდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი და ამჟამად ელჩი დიდ ბრიტანეთში, გენერალი ვალერი ზალუჟნი მას აეროპორტში დახვდა და სოციალურ ქსელში პრეზიდენტთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

წყარო: ალფა სიხშირე