ნიკოლოზ ჩიქოვანმა ინგლისურ „უოტფორდთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ინგლისის სამუშაო ვიზის მისაღებად ბელგიურ „შარლერუაში“ ითამაშებს, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „დინამო თბილისის“ 18 წლის ფეხბურთელმა, რომლის მენეჯერი ლევან მჭედლიძეა, გიორგი ჩაკვეტაძის გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და შემდეგ „უოტფორდთან“ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

ჩიქოვანი ბელგიის ჩემპიონატის გუნდში იანვრამდე დარჩება, რათა სამუშაო ვიზის მისაღებად ქულები დააგროვოს.

„დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი მთავარ გუნდში წელს დააწინაურეს და რვა მატჩი ჩაატარა. იგი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრია (13 მატჩი, 2 გოლი), ამჟამად კი 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს (11 მატჩი, 3 გოლი).

1tv.ge