საერთაშორისო CoastSnap ინიციატივის წყალობით, მალტის რივიერას პოპულარულ სანაპიროზე (Għajn Tuffieħa) ჩასულ ტურისტებს ახლა შეუძლიათ დაეხმარონ მეცნიერებს მალტის სანაპიროზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესწავლაში.

ავსტრალიაში დაარსებული CoastSnap ამჟამად 21 ქვეყნის 220-ზე მეტ პლაჟზე ოპერირებს. წელს გლობალურ ქსელს მალტა შეუერთდა და კუნძულოვან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე ლოკაციის გახსნას გეგმავს.

დღისა და წლის სხვადასხვა დროს გადაღებული სურათები გამოყენებული იქნება მალტის უნივერსიტეტის კვლევით პროექტში. მეცნიერები გააანალიზებენ, თუ როგორ იცვლება სანაპირო ზოლი ეროზიისა და ზღვის დონის აწევის გავლენის ქვეშ. ერთი და იგივე ადგილიდან გადაღებული სურათები, სხვადასხვა ამინდის პირობებში, მეცნიერებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიგონ სანაპირო ლანდშაფტების ცვლილების დინამიკა.

ვრცლად euronews – ზე