ვენეციის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს ვიზიტორებისთვის მოგზაურობის ერთდღიანი გადასახადის წინააღმდეგ, რომელიც ჭარბ ტურიზმთან საბრძოლველად დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews.com-ი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გადასახადი არ გადაჭრის მათ რეალურ პრობლემებს. ასობით ვენეციელი მსვლელობით გამოვიდა ქალაქში, რომლებსაც ეჭირათ ბანერები წარწერით: „არა – ბილეთებს, დიახ – სერვისებსა და საცხოვრებელს“. მოგვიანებით მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მოხდა ხანმოკლე შეხლა-შემოხლა. დემონსტრაცია საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა პიაცაზე.

ვენეციის ხელისუფლებამ წამოიწყო საპილოტე პროგრამა ერთდღიანი ტურისტებისთვის შესვლის საფასურის, 5 ევროს გადასახადის დაწესებით. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუშლის ვიზიტორების პიკურ დღეებში ჩამოსვლას და ქალაქს უფრო კომფორტულს გახდის მისი მცხოვრებლებისთვის. მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ქალაქში ჩადიან 08:30 საათიდან 16:00 საათამდე. ამ საათების გარდა, წვდომა უფასოა.