ვარშავის შოპენის აეროპორტი 2025 წლის ზაფხულის სეზონს რეკორდული რაოდენობის - 132 მიმართულებებით იწყებს – ეს არის როგორც სრულიად ახალი, ისე რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული მარშრუტები.
ზაფხულში შესაძლებელი იქნება ფრენა არა მარტო პოპულარულ ევროპულ ქალაქებში, არამედ დიდ დისტანციებზეც.
მაგალითად, პოლონურმა ავიაკომპანიამ LOT-მა გამოაცხადა, რომ ზაფხულის სეზონზე გააფართოებს მარშრუტების ქსელს. მიმართულებები, რომლებიც გამოჩნდება:
რეიკიავიკი (ისლანდია) – 12 აპრილიდან კვირაში 4-ჯერ;
ვალეტა (მალტა) – 16 აპრილიდან კვირაში 4-ჯერ;
სალონიკი (საბერძნეთი) – 17 ივნისიდან, ყოველდღიურად.