უნგრეთი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე დათანხმდა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირი უნგრეთთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაგრძლებლად დათმობაზე წავიდა. გამოცემა წერს, რომ ბუდაპეშტი დათანხმდა სანქციების გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც, მათი მოთხოვნით, სანქციების სიიდან სამი პირი ამოიღეს. ჯერჯერობით უცნობია, ვისზეა საუბარი.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 14 მარტამდე გაგრძელდება ე.წ. წერილობითი პროცედურა, რომელიც საშუალებას იძლევა, ექვსი თვით გაგრძელდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. „ბლუმბერგი“ წერს, რომ სანქციების გაგრძელების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთების ბოლო ვადა 14 მარტია.