უკრაინელი ბიზნესმენის იგორ მაზეპას შეფასებით, უკრაინიდან გაყიდული ქარვის მხოლოდ  40-50% არის ლეგალურად მოპოვებული. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„დაახლოებით 100-120 ტონა ქარვისგან, რომელიც უკრაინიდან იყიდება ლეგალური მხოლოდ 40-50 ტონაა, ანუ დაახლოებით მესამედი. ამას ვხედავთ ქარვის უმსხვილესი იმპორტიორი ჩინეთისთვის მიწოდებული უკრაინული ნედლეულით. ზუსტი ციფრი არავინ იცის, მაგრამ დაახლოებით ასეა“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

მისი თქმით, ქარვის მოპოვებაში ინვესტიციების გაგრძელებას გეგმავს.

”მე ასევე ვგეგმავ სამთო მოპოვების პროექტების განვითარებას, რადგან ახლა რუსებთან ბრძოლაა ჩინეთის ბაზრისთვის, ჩვენ უკვე ავიღეთ გასავითარებლად მეორე კარიერი, ალბათ, მესამეს ვიყიდით.

იგორ მაზეპა არის კომპანია Центр Солнечное ремесло-ს თანამფლობელი, რომელიც წარმოადგენს უკრაინის უმსხვილეს კერძო საწარმოს, რომელიც დაკავებულია ქარვის სამრეწველო მოპოვებით. გარდა მაზეპასი, კომპანიის ბენეფიციარი არის იური ბლაგოდირი, ხოლო დამფუძნებელი - გალინა სიმხა.

2014 წლის დასაწყისში უკრაინა "ქარვის ცხელებამ" მოიცვა.  ქარვის უკანონო მოპოვება, რომელიც დაკავშირებული იყო კრიმინალთან და ჩრდილოვან სქემებთან, პრობლემად იქცა. თუმცა, დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა.

სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, კილოგრამი  ქარვის ნედლეული 10.7 ათასი უკრაინული ჰრივნა ღირს. ეს მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე 2014-2015 წლებში, როდესაც ფასი ხუთჯერ მაღალი იყო.

ფასების კლება გამოწვეულია მოთხოვნის შემცირებით. უკრაინული ქარვის მთავარი მყიდველი ჩინეთი იყო. თუმცა, ახლა ჩინურ კომპანიებს უკვე აქვთ ნედლეულის საკმარისი მარაგი, ამიტომ მათი საჭიროება შემცირდა.

მსოფლიოში ათამდე ქვეყანას აქვს ქარვის საბადოები და უკრაინის საბადოები მათ შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ:

18 იანვარს გამოძიების სახელმწიფო ბიურომ უკრაინელი ბიზნესმენი, საინვესტიციო კომპანია Concorde Capital-ის დამფუძნებელი იგორ მაზეპა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავა.

Concorde Capital-ის დამფუძნებელმა იგორ მაზეპამ წინასწარი პატიმრობისგან 23 იანვარს 21 მილიონი ჰრივნის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

„მაზეპას საქმეზე“ დაკავებული იყო ასევე კოტეჯური ქალაქის Riviera Village-ის თანამფლობელი სერგეი სლიუსარენკო, რომელმაც  წინასწარი დაკავების საკნიდან, სადაც ის უკვე 2 თვეზე მეტი იმყოფებოდა, ღია წერილი მისწერა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ის თავის დაკავებას პატიოსან ბიზნესზე თავდასხმას უწოდებს.

გამოძიების მტკიცებით, სლიუსარენკოს და იგორ მაზეპას დანაშაულებრივი ჯგუფები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ერთი და იგივე დროს უკანონოდ დაეპატრონნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიწებს. შედეგად, სახელმწიფომ მილიონობით ზარალი განიცადა და კიევი ტექნოგენური კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა.

თებერვალში პეჩერის რაიონულმა სასამართლომ სერგეი სლიუსარენკო ღამის შინაპატიმრობის პირობით გაათავისუფლა.