უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამასთან, ერმაკის თქმით, გირაოს შესატანად საჭირო თანხა არ აქვს და შეეცდება თანხა „მეგობრებსა და ნაცნობებს შორის“ მოიძიოს.

ანდრეი ერმაკმა პროცესზე აღნიშნა, რომ ყველა ბრალდებას უარყოფს.

„მე უკრაინაში ვრჩები. დასამალი არაფერი მაქვს. ყველაფერი, რაც ამ პროცესის ირგვლივ ხდებოდა, იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა“, - განაცხადა ერმაკმა სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. ანტიკორუფციულმა სასამართლომ ერმაკს 60 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 140 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდის შესაძლებლობით.

ipn.ge