აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს, სთხოვოს სი ძინპინს „გახსნას“ ჩინეთის ბაზარი ამერიკული კომპანიებისთვის. ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
პეკინში სამიტზე ასევე დაგეგმილია ირანთან ომის საკითხის განხილვაც.
ჩინეთში ვიზიტისას ბიზნესმიზნების პრიორიტეტულობის ხაზგასასმელად დონალდ ტრამპთან ერთად პეკინში იმყოფებიან უმსხვილესი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები. მათ შორის Nvidia-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი და მილიარდერი ილონ მასკი.
„მე ვთხოვ პრეზიდენტ სი ძინპინს, გამორჩეულ ლიდერს, „გახსნას ჩინეთი“, რათა ამ ბრწყინვალე ადამიანებმა შეძლონ თავიანთი „მაგიის“ შექმნა და დაეხმარონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასვლაში“, — დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებში ვაშინგტონიდან გამგზავრების შემდეგ.
პეკინში მიემგზავრებიან სხვა ბიზნესლიდერებიც, მათ შორის კომპანია Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი.
2017 წლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის პირველად ჩავიდა ჩინეთში.
ვიზიტი მოიცავს ხანგრძლივ მოლაპარაკებებს სი ძინპინთან. შეხვედრები 14-15 მაისს არის დაგეგმილი.
1tv.ge