თურქეთმა 2026 წელს გაერო-ს კლიმატის კონფერენციის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა. ამჟამად გაერო-ს კლიმატის კონფერენციის მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე განაცხადი ავსტრალიასა და თურქეთს აქვთ შეტანილი, თუმცა ორგანიზატორი კონსენსუსით უნდა აირჩიოს.
თუ ავსტრალია ან თურქეთი არ გაიწვევს განაცხადს ან ქვეყნები რაიმე ფორმით არ შეთანხმდებიან ერთობლივ თავმჯდომარეობაზე, ორივე ქვეყანა დაკარგავს ამ შესაძლებლობას.
„ფრანს პრესი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად ავსტრალიასთან მიაღწიეს შეთანხმებას, მათ შორის თანათავმჯდომარეობისა და ერთობლივი შეხვედრების საკითხებზე, თუმცა როგორც სააგენტოს წყარომ აღნიშნა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა წერილში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უარი განუცხადა წინასწარ მიღწეულ შეთანხმებებზე და მიუთითა გაეროს წესებზე.