თურქეთის ექსპორტმა 2023 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 255,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემს ვაჭრობის სამინისტრო აქვეყნებს.

აღნიშნულია, რომ 2002 წელს მსოფლიო ექსპორტის წილი 0,55 პროცენტი იყო, ხოლო 2022 წელს ეს წილი გაიზარდა 1,02 პროცენტამდე, ხოლო 2023 წლის სექტემბრის ბოლოს - 1,06 პროცენტამდე.

ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა, 2002 წლის 31 855-იდან, 339%-ით გაიზარდა 2023 წელს 139 830 შეადგინა. გასულ წელს ექსპორტში პირველად მონაწილე კომპანიების რაოდენობამ 38 574 შეადგინა, ხოლო ამ კომპანიების წვლილმა მთლიან ექსპორტში 6,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ 240-ზე მეტ ქვეყანაში და საბაჟო რეგიონში 12 886 სახეობის პროდუქცია იქნა მიწოდებული.

ხაზგასმულია, რომ თურქეთის ექსპორტი ევროკავშირში წინა წელთან შედარებით 1,2%-ით გაიზარდა და 2023 წელს 104,3 მილიარდ დოლარს მიაღწია.