წყალდიდობამ დუბაის აეროპორტში ფრენების შეფერხება გამოიწვია. დუბაის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, რომ წყალდიდობის გამო მნიშვნელოვან შეფერხებას განიცდიან და პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრაზე მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრენების უმეტესობა გაუქმდა ან გადაიდო.