G7 ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები ბირთვული ენერგიის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაზე შეთანხმდნენ, ნათქვამია ტურინში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში.

„ვადასტურებთ G7-ის ლიდერების ვალდებულებას, შეამცირონ რუსეთიდან სამოქალაქო საქონლის მიწოდებაზე დამოკიდებულება, მათ შორის, ხელი შეუწყონ საწვავის მიწოდების დივერსიფიცირებული ჯაჭვის შექმნას, რომელიც არ მოხვდება რუსეთის გავლენის ქვეშ და ასევე ვაპირებთ დავეხმაროთ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ მიწოდების დივერსიფიკაციას“,- აღნიშნულია დოკუმენტის ქვეთავში „ბირთვული ენერგია“.

გარდა ამისა, G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მათ „შეძლეს მნიშვნელოვნად შეემცირებინათ დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, მათ შორის ენერგიის დაზოგვისა და გაზის მოთხოვნის შემცირების გზით“.

კონფერენცია იტალიაში, ტურინში, 29-30 აპრილს გაიმართა.