ციურიხში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა.

მუნდიალის დარჩენილი 6 საგზურისთვის 22 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის 16 ევროპიდან, ხოლო დანარჩენები ერთმანეთს კონფედერაციათა შორის პლეი ოფში დაუპირისპირდებიან.

ევროპის ზონაში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

იტალია – ჩრდილოეთ ირლანდია
უელსი – ბოსნია და ჰერცეგოვინა

მეორე წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს.

უკრაინა – შვედეთი
პოლონეთი – ალბანეთი

პირველ წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს.

თურქეთი – რუმინეთი
სლოვაკეთი – კოსოვო

მეორე წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს.

დანია – ჩრდილოეთ მაკედონია
ჩეხეთი – ირლანდია

მეორე წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს.

კონფედერაციათა შორისი პლეი ოფის მატჩები მხოლოდ მექსიკაში ჩატარდება – გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ახალი კალედონია – იამაიკა

გამარჯვებული მუნდიალის საგზურისთვის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეხვდება.

ბოლივია – სურინამი

გამარჯვებული მუნდიალის საგზურისთვის ერაყს შეხვდება.

მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები 2026 წლის მარტში ჩატარდება. ამ მომენტისთვის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 42 გუნდია გასული.

ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

1tv.ge