Financial Times-ს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელმა ბელარუსში, ჯონ კოულმა დაუდასტურა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიწვევას.

კოულმა თქვა, რომ ორი ლიდერის შეხვედრა „თვეებია“ რაც იგეგმება, თუმცა ჯერ ზუსტი გეგმა არ შედგენილა. 

კოულმა ასევე განაცხადა, რომ აშშ, თავის მხრივ, ორ ბელორუსულ სახელმწიფო ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს სანქციებს მოუხსნის, ხოლო სანქციების სიიდან პოტაშის მოწინავე ბელორუსულ მწარმოებლებსაც ამოიღებენ.