აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, შესაძლოა, მისმა ქვეყანამ კუბაზე "მეგობრულად კონტროლი" დაამყაროს.

"კუბის მთავრობა ჩვენ გვესაუბრება. ისინი ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან - მათ ფული არ აქვთ, არც ნავთობი და არც საკვები, ახლა არაფერი აქვთ, მაგრამ გვესაუბრებიან და შესაძლოა, კუბაზე მეგობრული კონტროლი დავამყაროთ [...]

კუბის შესახებ ბავშვობიდან მესმის, მაგრამ ახლა ისინი დიდ გასაჭირში არიან, ჩვენ კი რაღაც კარგის გაკეთება შეგვიძლია - ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური რამის იმ ხალხისთვის, ვინც ქვეყნიდან გააძევეს, ან უარესი გადაიტანეს ან ახლა იქ ცხოვრობენ [...] კუბა დიდ გასაჭირშია და მათ ჩვენი დახმარება სურთ". - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპის განცხადებით, კუბასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო „მაღალ დონეზე“ აწარმოებს.

tabula.ge