დონალდ ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტს ქვეყნის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალება სთხოვა,- ამის შესახებ ინფორმაციაც Times of Israel  ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა წერილი გაუგზავნა ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ გერცოგში, რომელშიც კორუციის საქმეში ბრალდებული ნეთანიაჰუს შეწყალება სთხოვა.

ტრამპმა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკური უწოდა და აღნიშნა რომ "დადგა დრო მიეცეს ბიბის საშუალება გააერთიანოს ისრაელი. შეიწყალოს ის და ერთი და საბოლოოდ დაასრულოს ეს სიტუაცია".

საპასუხო წერილში ჰერცოგმა გამოთქვა დიდი პატივისცემა პრეზიდენტ ტრამპის მიმართ და აღნიშნა, რომ შეწყალების ნებისმიერმა მსურველმა უნდა მიმართოს ოფიციალურად, დადგენილი პროცედურის შესაბამისად, შესაბამის ინსტანციას.
შეწყალების თხოვნა უნდა მოდიოდეს უშუალოდ ნეთანიაჰუსგან ან მისი ნათესავებისგან.

TI-ის ცნობით, ამ მომენტისთვის ნეთანიაჰუს შეწყალება ოფიციალურად არ უთხოვია.